ლია მუხაშავრია - ვფიქრობ, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი ფიზიკური განადგურების მუქარა გახდა

ვფიქრობ, ფიზიკური განადგურების მუქარა გახდა ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი, ამასთან, ეს იქნებოდა ნამდვილი, რეალური მუქარა და არა მოჩვენებითი, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ.

მისივე განმარტებით, გამოსაძიებელია რატომ და რის გამო მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე წასვლა.

„ბუნებრივია, ეს არ მოხდება ამ პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს არ არის ხანდაზმული საკითხი და მისი გარკვევის გარეშე მეეჭვება რამე სერიოზული ანალიზი მოხერხდეს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე. ხოლო თუ არ ვიცით ავადმყოფობის მიზეზი, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მკურნალობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. მე კარგად ვიცნობ ნინო გვენეტაძეს და მეეჭვება ის თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიზეზით შეეშინებინოს ვინმეს. სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ, ალბათ უფრო „ქმედითი“ და საშიში ზომები გამოიყენეს და არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან. ვფიქრობ, ფიზიკური განადგურების მუქარა გახდა მისი გადადგომის მიზეზი, ამასთან, ეს იქნებოდა ნამდვილი, რეალური მუქარა და არა მოჩვენებითი“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

მისივე შეფასებით, ნინო გვენეტაძის იძულებით თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, იუსტიციის საბჭო და არა მხოლოდ საბჭო ისე გათავხედდა, რომ არსაიდან გააჩინა უზენაესში წარსადგენი მოსამართლეების სია, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად იმდენი კანდიდატისგან შედგებოდა, რამდენიც უნდა დაენიშნა პარლამენტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა