ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულები სასამართლოს აღიარებით ჩვენებას მისცემენ

გლდანში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულები ნიკა ქარსელაძე და კახა გამხუაშვილი ჩადენილ დანაშულს აღიარებენ და აღიარებით ჩვენებას სასამართლოს ერთ კვირაში მისცემენ, - ამის შესახებ AMBEBI.GE –ს ბრალდებულების ადვოკატმა ლაშა მიქაუტაძემ განუცხადა.

მიმდინარე წლის რვა მარტს, გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ნიკა ქარსელაძე და კახა გამხუაშვილი ამჟამად გლდანის მერვე საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია დაახლოებით 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 000 ლარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო