საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის მკვიდრი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცეს.

თანასოფლელების თქმით, გოჩა ფიდიური ხშირად მიდიოდა სოფლის განაპირას მდებარე ლომისის სალოცავში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

დაკავებულის ნათესავებს დე ფაქტო რეჟიმის და ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ჯერ არ დაკავშირებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო