ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ტექნიკით დაეხმარება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტის გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკანასკნელ წლებში მრავალი მიმართულებით გაღრმავდა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მორიგი დახმარება აღმოუჩინა. მიღებული ტექნიკა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან არაერთი დახმარება გვაქვს მიღებული, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებაა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, იმედი გამოთქვა რომ ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება დაეხმარება საქართველოს პრობლემის გადაჭრაში და ხელს შეუწყობს მას სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას.

„ჩინეთის მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება საქართველოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ გადმოცემული აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შეუფერხებელ განვითარებას“, - განაცხადა ძი იანჩიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო