მეზობლების ინფორმაციით, ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვი მძიმე პირობებში იყო, არ ჰქონდათ საკვები და ტანსაცმელი

ზუგდიდის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით,10 ბავშვი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანა, მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ.

„ტირილი ისმოდა, თითქოს ვიღაც სცემდა. მივხვდი, რომ ერთი ბავშვის ტირილს არ ჰგავდა. როცა გამოვედი და ვიკითხე თქვეს, ვიღაცასთან ქირით არიანო“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეორე მეზობელი აცხადებს, რომ ბავშვებთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რუსულად საუბრობდა.

„ამბობდა, რომ უკრაინიდან იყო. 10 ბავშვიდან 4 მცირეწლოვანი იყო, დაახლოებით, 2 წლამდე ასაკის. დანარჩენები კი დაახლოებით 6, 7, 9 წლის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, არ ჰქონდათ საკვები, ჩასაცმელი“, - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

„ბავშვები ცუდად იყვნენ, ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ. ჩემი შვილების ტანსაცმელი ჩამოვიტანე და ყველას ჩავაცვი. სულ, 10 ბავშვია“, - განაცხადა კიდევ ერთმა მეზობელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: "საკვები და ჩასაცმელი არ ჰქონდათ, ყველა ჩემიაო ამბობდა, ხან სხვას იტყოდა, ხან სხვას" - რას ამბობენ ზუგდიდში, მოწამლულ ბავშვებსა და მათ თანმხლებ ქალზე?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა