26 აპრილამდე საქართველოში  უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„26-27 აპრილიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და ნალექიც შეწყდება. სააღდგომოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში +25+27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში- +23+25 გრადუსი, თბილისში - +22+23 გრადუსი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

„აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ნისლი იყოს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 21 აპრილს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18+17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +8+13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისში იწვიმებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში. მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს