ელენე ხოშტარია - არავის უნდა ენდოთ, ჩემი თამადობით

არავის უნდა ენდოთ, ჩემი თამადობით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7 VS 1“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაციის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა. ხოშტარიამ ასევე იმაზეც ისაუბრა, თუ რა იქნება გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში მისი პოლიტიკური ძალა იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს, რაც მანამდე დაუშვა.

ბიძინა ივანიშვილი რატომ არის დღეს ძლიერი?! იმიტომ, რომ ამბობს - „ისინი ცუდები არიან, მთელი ოპოზიცია და ჩარეცხეთ“. ამიტომ მასთან ბრძოლის რესურსი ძალიან შეზღუდული გვაქვს, ამ წარსული ტვირთის გამო, რაც ჩვენ ობიექტურად გვაქვს, ოღონდ ამისდა მიუხედავად, რომ ჩვენ აუცილებალდ უნდა ვილაპარაკოთ წარსულზე და ყოველთვის უნდა შეგვახსენოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, ბიძინა ივანიშვილს ამ წარსულის გამო იმის კომფორტი არ უნდა ჰქონდეს, რომ დღეს იგივე და უარესი გააკეთოს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნდობასთან დაკავშირებით დასმული კითხვები, რაც ხშირად ისმის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ლეგიტიმურია.

„ვფიქრობ, საკმაოდ დიდი დრო გვჭირდება ჩვენ ოპოზიციაში იმისთვის, რომ ნდობა დავიბრუნოთ. 2016 წელს ეს ნდობა ვერ მოვიბრუნეთ, 2017 წელს ეს ნდობა ვერ მოვიბრუნეთ და მე სულ ვიძახდი, მათ შორის როცა ვაგებდით არჩევნებს, რომ გასავლელი გვაქვს ბევრ წაგებაში. ჩემი აზრით, საწინდარი იმისა, რომ მომავალში წარსული შეცდომები არ განმეორდება, არის ამ შეცდომების მართლა გააზრება და ამაზე მართლაც არის საუბარი. მეორე - იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებიც ამ წარსულთან არ არიან დაკავშირებულები, ანუ შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც მაშინ გვაკრიტიკებდნენ. მაგრამ რა არის მთავარი გარანტი? არავის არ უნდა ენდოთ, ჩემი თამადობით. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც პოლიტიკური პარტია დამოკიდებული არ იქნება - ვინ კარგი გოგოა, ვინ კარგი ბიჭი და ა.შ. უნდა მოხდეს სისტემის ისეთი პოლიტიკური რეფორმა, რომ ძალებმა ერთმანეთი აბალანსონ, იმისთვის, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ ჩავარდეს, სააკაშვილი იქნება ეს, ივანიშვილი, ხოშტარია, ბოკერია თუ ვინც გინდათ სხვა ვინმე“, - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა