ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) აღძრულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. შსს-ში დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებენ.