ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული 3 არასრულწლოვანის მდგომარეობაა

ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ბავშვები დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ რჩებიან. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ზუგდიდიდან გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული სამი არასრულწლოვანის მდგომარეობაა, რომლებიც საავადმყოფოში მოგვიანებით გადაიყვანეს.

"ათივე ბავშვს აღენიშნება მდგომაროების გაუმჯობესება, ამ ეტაპზე შედარებით რთულია სამი ბავშვის მდგომარეობა, მათ ტემპერატურა და ღებინება აღენიშნებათ, ისინი ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩებიან. 7 ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კვლევებით დადგინდა ნაწლავური ინფექცია, რაც გამოწვეულია საკვებით", -განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ბავშვები საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩებიან. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო