პანკისის ხეობაში მყოფი შს მინისტრის მოადგილე ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ,როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა, - განაცხადა საბანაძემ.

სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

იხილეთ ვიდეო: "ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება დაისჯება უმკაცრესად" - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს