ნატო ჩხეიძე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღის შეცვლის ინიციატივით გამოდის, პარლამენტს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღის შეცვლის ინიციატივით გამოდის, პარლამენტს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს.

პარლამენტის ბიუროს 22 აპრილის სხდომაზე “შრომის კოდექსში“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ორივე კანონიდან ამოღებულია.

ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა იზეიმოს და არა 26 მაისს. როგორც დეპუტატი განმარტავს, 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება. 9 აპრილი კი არის დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი.

“26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც დაიკარგა 1801-1917 წლებში რუსული ოკუპაცია-ანექსიით. დაახლოებით სამწლიანი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ისევ განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივად 70 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთის კოლონია იყო. ხოლო 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ მოიპოვა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში“, - წერს ნატო ჩხეიძე კანონპროექტებზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა