პატრიარქის ექიმი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

ექიმის თქმით, ილია მეორე გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმთა რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება.

დღეს, ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქის ექიმის განმარტება, თუ რატომ არ იმყოფებოდა ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია