შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული შ.ბ., ბინის გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა