პარლამენტს დადგენილება წარედგინება, რომელიც იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს

“ევროპულმა საქართველომ“ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია სამი დადგენილების პროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.

აღსანიშნულია ისიც, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უშუალოდ საბჭოს სხდომაზე შეიტყვეს აღნიშნული კანდიდატების ვინაობის შესახებ, ხოლო ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის კითხვაც არ დაუსვამთ თუ ვინ, როგორ და რა პრინციპით შეარჩია დასახელებული კანდიდატები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მათ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.

ამასთან, როგორც “ევროპული საქართველო“ განმარტავს, დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო