სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულის განრიგი გამოაცხადეს

სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულის განრიგი გამოაცხადეს. როგორც აღინიშნა, მომავალი კვირა არის გახსენება წმიდათა ვნებათა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მომავალ კვირას განსაკუთრებული ლიტურგიული მსახურებები სრულდება.

კერძოდ, ორშაბათს, 22 აპრილს, 08:00საათზე, შესრულებული იქნება პირველ შეწირული ლიტურგია. საღამოს, 17:00 საათზე, წმინდა სერობის და ცისკრის ლოცვა.

23 აპრილს, სამშაბათს, ო8:00 საათზე, პირველშეწირული ლიტურგია, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება.

24 აპრილს, ოთხშაბათს, 08:00 საათზე - პირველშეწირული ლიტურგია, 17:00 საათზე, სერობა და ცისკრის ლოცვა.

25 აპრილს, ხუთშაბათს, 10:00 საათზე, ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია. საიდუმლო სერობის გახსენება და ფეხთბანვა. მსახურებას შეასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. საღამოს 19:00 საათზე, ცისკრის მსახურება, წაკითხული იქნება თორმეტი ვნების სახარება.

26 აპრილს, პარასკევს, 09:00 საათზე - ჟამნები, 14:00 საათზე- გარდამოხსნის გამოსვენება.

27 აპრილს, შაბათს, დილით, 06:00 საათზე, გარდამოხსნის გარშემოტარება და წესის აგება. 09:00 საათზე -საღმრთო ლიტურგია. საღამოს, 21:30 საათზე -შუაღამიანი და გარდამოხსნის შემოსვენება საკურთხეველში. 23:00 საათზე -შეხვედრა მის უწმინდესობასთან და უნეტარესობასთან, ილია მეორესთან. წაკითხული იქნება სააღდგომო ეპისტოლე. 00:00 საათზე, ლიტანიობა და ბრწყინვალე აღდგომის საღმრთო ლიტურგია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა