დავით ზალკალიანი რუმინელ, პოლონელ და თურქ კოლეგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუმინელ, პოლონელ და თურქ კოლეგებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, საქართველოს დიდ მხარდამჭერებს, თეოდორ მელეშანუს, იაცეკ ჩაპუტოვიჩს და მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე განგრძობითი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით მყარ საფუძველს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და მისი განუყოფელი ნაწილის - შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 19 აპრილს, ანკარაში, თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა.

სამმხრივ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა