შრი-ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში და საპატიო საკონსულოში ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს

შრი-ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი-ლანკაში ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს.

„შრი ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, მალდივის რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში) და ასევე საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი ლანკაში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შრი-ლანკაში აფეთქებების შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ შესულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა