უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებმა - ვლადიმერ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
ჟურნალისტებთან საუბარში პოროშენკომ აღნიშნა, რომ ამაყობს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებით.
„ჩვენ მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატულება გვაქვს. დაცული დემოკრატიული ტრადიცია გვაქვს და ზუსტასდ ეს ახასიათებს უკრაინას, როგორც ევროპულ სახელმწიფოს. ამ 5 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპული ერების ოჯახში დაბრუნების კუთხით“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
თავის მხრივ, პირველი ტურის გამარჯვებულმა ვლადიმერ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „პატიოსანი არჩევანის ზეიმი იქნება“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შედეგები, ეს იქნება უკრაინელი ხალხის გამარჯვება“, - დასძინა მან.