თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიხურა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის დახურვას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ქართული ენის კვირეულის დასასრულს, გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის უნივერსიტეტის ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს (დიპლომატი, უცხოელი ქართველოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, ახალგაზრდა მეცნიერი, მთარგმნელი) გადაეცემათ. გამარჯვებულები უნივერსიტეტის პროფესორებისან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაიხურება გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“, რომელზეც წარმოდგენილია გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“(1920 წ.), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, სტუდენტური ექსპედიციების მასალათა პრეზენტაცია, გამოცემათა პრეზენტაციები, თსუ ლექსიკოგრაფიის ცენტრის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და სხვა ღონისძიებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა