შს მინისტრი პანკისელებს - უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ მოვიხსნათ, ასე არ შეიძლება!

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ის ყველა არგუმენტს მოისმენს.

„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, - განუცხადა მოსახლოებას შს მინსიტრმა.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში, იქ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, ვითარების გასაცნობად პირადად ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს