გრიგოლ ვაშაძე პანკისის მოვლენებზე - ვთხოვთ ორივე მხარეს,  დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

მოქალაქე ყოველთვის გაიმარჯვებს. ვთხოვთ ორივე მხარეს დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„არ ჰყოფნის ხელისუფლებას მოთმინება იმისთვის, რომ დაელაპარაკოს თავის მოქალაქეებს, თავის ამომრჩეველს. თუ უხუცესები ჩაგყავს თელავში, თუ მათ ესაუბრები თუ გაქვს არგუმენტები, რომლითაც ცდილობ ეს პატივცემული ადამიანები დაარწმუნო ამ ჰესის აშენების მიზანშეწონილობაში, რა საჭიროა მაშინ პროვოკაციულად მუშაობის დაწყება, მით უმეტეს, რა საჭიროა სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიციის შეყვანა. არაფერი კარგით არ მთავრდება მოქალაქეზე ძალადობა, ეს ყველამ უნდა გაითავისოს. სხვათა შორის, ყველა ხელისუფლებას აქვს ეს მწარე გამოცდილება. მოქალაქე ყოველთვის გაიმარჯვებს. ვთხოვთ ორივე მხარეს, დაწყნარდნენ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო