შსს პანკისის მოვლენებზე - პოლიცია იძულებული გახდა, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დასაშვები სპეციალური საშუალებები

პოლიცია იძულებული გახდა, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დასაშვები სპეციალური საშუალებები, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს პანკისის ხეობაში განახლდა 5-მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინაღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციიის ძალების გადაადგილებისას ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინაღმდეგობა. პოლიცია იძულეული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გამოეწყენებინა კანონით დასაშვები სპეციალური საშუალებები“,- განაცხაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს