„თავისუფალი დემოკრატები“ „ოცნებას“ პანკისში ძალისმიერი მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და  მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო ჯგუფის გამოყოფისკენ მოუწოდებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ „ქართულ ოცნებას“ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებისთვის სამთავრობო ჯგუფის გამოყოფისკენ მოუწოდებენ. პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„“ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს და პანკისის ხეობაში, საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის სპეცრაზმის, სპეცტენიკისა და ცრემლსადენი გაზის ენით ესაუბრება.

მით უმეტეს, უღირსია ხელისუფლების ასეთი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ძალისმიერი სპეცოპერაცია ხელისუფლებამ მაშინ განახორციელა, როდესაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების მოლაპარაკება პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკების წარმოების დროს არანაირი ძალისმიერი მოქმედებები არც ერთი მხარის მხრიდან არ ხორციელდება და ამ წესს ოდითგანვე იცავენ ყველა ადგილსა და სიტუაციაში. ეს წესი უღირსად დაარღვია დღეს „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ შეკითხვას აჩენს. რატომ სურს დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება პანკისის ხეობაში, რასაც ის უკვე წლების მანძილზე ახორციელებს? რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ასეთი უგუნური საქციელი? ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის სიბეცე და უუნარობა მართოს სახელმწიფო, თუ ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრის ხელიც ურევია მათ ასეთ მავნებლურ მოქმედებაში?

ნებისმიერ შემთხვევაში, მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში; გამოყონ სამთავრობო ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან რეალური მოლაპარაკებებისთვის, რათა მხოლოდ მათთან შეთანხმების პირობებში განხორციელდეს ნებისმიერი სახის სამუშაოები ხეობაში და მართალი ინფორმაცია ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ამცნონ საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების ნეგატიურ შედეგებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მათ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება,“- ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა