პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პოლიციელებს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდებათ

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, პოლიციელებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა ზუსტი დიალოგნოზის დასადგენად მათ შებამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"ჩვენთან შემოყვანილია 10-მდე პოლიციელი. დაზიანებების შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რადგან უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა. ველოდებით სხვა დაშავებულებსაც და მოგვიანებით გავაკეთებთ განმარტებას," - აღნიშნა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

დაპირისპირების დროს ასევე დაშავდნენ ადგილობრივებიც, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებდნენ და მათ ადგილზე გაეწიათ სამედიცინო მომსახურება.

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას ჯამში 27 ადამიანი დაშავდა, მათგან 12 ადგილობრივი და 15 პოლიციელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო