შს მინისტრი - შევთანხმდით, რომ პანკისში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება.

ამასთან, მინისტრმა მოსახლებას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის.

„ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება. მადლობას ვუხდი ყველა ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გვეტყიან იმას, რასაც გადაწყვეტენ.

გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე - 90 პროცენტი მოსახლება რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა