საგანგებო სიტუაციების სამსახური - ამ დროისთვის პანკისის ხეობაში დაშავებულ 35 პირს გაეწია დახმარება, ხორციელდება საავადმყოფოებში კიდევ 15-ის გადაყვანა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პანკისის ხეობიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 სამართალდამცავია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში დახმარება 35 ადამიანს გაეწია.

თალაკვაძის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები რამდენიმე დაშავებულს საავადმყოფოში კიდევ გადმოიყვანენ.

"35-ზე მეტ სამართალდამცავს გაეწია დახმარება, მათ შორის 13 ადამიანი გადმოყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. 8 პაციენტი ახლა შეიყვანეს ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში და კიდევ გადმოგვყავს. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მხოლოდ 2 პაციენტია ახმეტის საავდმყოფოში, რომლებიც ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ახლა მიმდინარეობს დადასტურება. ამის გარდა, კიდევ ერთი ადგილობრივი გადმოგვყავს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.

ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 ადამიანი რჩება და დამატებით კიდევ უახლოეს საათებში შემოვლენ პაციენტები, რომლებსაც ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოყვანილი ყველა პირი სამართალდამცავია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია", - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს