გიორგი გახარია - პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს და სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა.

როგორც მინისტრმა პანკისში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც.

მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ. შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა დაიწყო მოლაპარაკებები და ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა.

„შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს