ის რაც ნახეთ, კანონის სერიოზული დარღვევა იყო და ეს დამრღვევს არ ეპატიება არსად, სადაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა დანაშაულია და ამის გამო პასუხს ნებისმიერი ადამიანი ადებს.
“საავადმყოფოებში გადმოყვანილია 36 პოლიციელი და 34 ამ დრომდე მკურნალობას აგრძელებს. ზოგიერთ მათგანს რთული დაზიანებები აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.