ამერიკის ელჩი ნატოში - ნატოს მხარდაჭერა უკრაინასა და საქართველოსადმი მნიშვნელოვანია ელემენტია უსაფრთხოებისთვის

ნატოს მხარდაჭერა უკრაინასა და საქართველოსადმი, მნიშვნელოვანი ელემენტია შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამის შესახებ ნატოში ამერიკის ელჩმა ქეი ბეილი ჰათჩისონმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ამ თვის დასაწყისში ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე შავი ზღვის რეგიონში. ცნობიერების ამაღლება, წვრთნა და სწავლება, პორტებში ვიზიტი და ნატოს პარტნიორების პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოსადმი ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, - წერს ჰათჩისონი.

როგორც ცნობილია, ამერიკული რაკეტმზიდი „USS Ross“ 14 აპრილს საღამოს შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. 5-დან 13 აპრილამდე კი შავ ზღვაში ნატოს მრავალეროვნული მასშტაბური წვრთნები გაიმართა „საზღვაო ფარი 2019“.

4 აპრილს ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების ზომები რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო