ქეთევან ციხელაშვილი - პანკისის ხეობაში მთავრობა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება

მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღიაობა, რომ თუკი ვინმეს დარჩა კითხვები, ამასაც პასუხი გაეცეს, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებსი სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პანკისთან მიმართებაში მთავრობას აქვს გეგმები, რომ სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გაიშალოს და მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს.

„მინდა ყველას მოვუწოდო, ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს ყოვლად დაუშვებელია. პანკისის ხეობაში არ გადადგამს მთავრობა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მოსახლეობის ინტერესების წინაღმდეგ იქნება. პანკისის ხეობისთვის დიდი განვითარების გეგმა არსებობს, რომელშიც ყველა უწყებაა ჩართული. ჰესის აშენება ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც გარკვეულ წრეებში არსებობდა კითხვის ნიშნები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები და არგუმენტირებული მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღიაობა, რომ თუკი ვინმეს დარჩა კითხვები ამასაც პასუხი გაეცეს. ცხადია, ყველა ეს დისკუსია უნდა იყოს არგუმენტირებული. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და იმედი გვაქვს მშვიდ, საქმიან გარემოში, სადაც ჩართულია მოსახლეობა, განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც უშუალო ამ ხეობის განვითარების გეგმაშია და მიმართულია იმისკენ, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტეციალი მაქსიმალურად გაიშალოს და მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს. ვფიქრობ, ასეთ რეჟიმში ყოველგვარი ესკალაციის, დაძაბულობის და ძალადობის გარეშე, რაც ყოვლად დაუშვებელია, გავაგრძელებთ მუშაობას“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა