ფოთში ავტომანქანის დაჯახების შედეგად წაქცეული ელექტრობოძი ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით,

"ფორდის" მარკის ავტომანქანა ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

დაშავებულია მანქანის მძღოლიც. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იმყოფებოდა.

"ადგილზე მისულებს დაგვხვდა ორი დაშავებული. გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მეორის კი სტაბილურია", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა