„წიგნის დღეების ფარგლებში“, მკითხველებს ქართველ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ

დღეს, 22 აპრილს, 19:00 საათზე, „ქარვასლაში“ მკითხველებს „მეცხრე ფლიგელისა“ და „გათხოვილის დღიურების“ ავტორი, თეა ინასარიძე და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"-ის გამარჯვებული ავტორები: შორენა ხუხუა და ელის დოჯსონი შეხვდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, ლიტერატურულ საღამოზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელი ქართველი ავტორები უფრო ახლოს გაიცნონ, გაუზიარონ მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მიიღონ მათგან პასუხები დასმულ კითხვებზე.

„წიგნის დღეები“ სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ 20 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელი ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის, 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება წიგნები, 70%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ სტუმრები აუთლეტის წიგნების შეძენას, ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა.

წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ჩატარდება დღეს, 19:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ (ც.დადიანის #7) მე-2 სართულზე. შენობა ადაპტირებულია.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1222089774625766/

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა