დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა მას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები უკრაინის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. პრეზიდენტმა აღნიშნული არჩევნების მშვიდობიანი და დემოკრატიული ხასიათი აღნიშნა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ ზელენსკის განუცხადა, რომ „აშშ ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის ზელენსკისა და უკრაინელ ხალხთან ერთად იმუშაოს რეფორმების გატარების კუთხით“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს