მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან 100-მდე ელექტრომობილის მეპატრონე ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აქციას მართავს. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან ელექტრომობილებით მივიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, ელექტრომობილების გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესდეს რეგულაციები, რის შემდეგაც მათი აკრძალვა საჭირო აღარ გახდება.

„ბათუმის საკრებულომ 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ელექტრომობილების საერთოდ აკრძალვაზე. ჩვენ ვითხოვთ რეგულაციებს, რომ ტურისტის თუ ყველა მოქალაქის, ბათუმელი იქნება თუ ჩამოსული ტურისტი, უსაფრთხოება იყოს დაცული. ელექტრომობილებზე არ დავსვამთ არასრულწლოვნებს. ამასთან, სიჩქარეს შევამცირებთ. ვთქვათ, 50 კილომენტის სიჩქარის ნაცვლად, 15 კილომეტრის სიჩქარით ივლიან, რაც აღმოფხვრის იმ პრობლემას, რაც გასულ წელს იყო. აკრძალვა არ არის გამოსავალი, რეგულაციებიდან გამომდინარე, აღარ იქნება დაშავებულთა შემთხვევები, რაც იყო გასულ წელს. ნაცვლად 1300-ისა, როცა 300 მოპედზე ჩამოვა, ასე აღარ იქნება. თუ იყო 51 შემთხვევა, შეიძლება ერთიც აღარ იყოს წელს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯემალ სურმანიძემ.

აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ერთ სეზონზე ითხოვენ ნებართვას და ეს დრო, როგორც თავად აცხადებენ, ბანკის გადასახადებისა და ფინანსური პრობლემები მოსაგვარებლად სჭირდებათ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარში 1 მაისიდან აიკრძალება მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა