„ახალგაზრდული პლატფორმის" პროექტის - "იკითხე ქართულის" განხორციელება დაიწყო

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიუროს ინიციატივით შექმნილი „ახალგაზრდული პლატფორმა“ გურიაში, ჩიბათის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით, პროექტის „იკითხე ქართულის“ განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2018-2017 წლის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები: ნათია ჯაგოდნიშვილმა, იაგო თვალაბეიშვილმა, გვანცა გუბელაძემ, ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა, ვახტანგ ვახტანგაძემ და თათული ღვინიანიძემ თავიანთ ნაწარმოებებზე პრეზენტაციები გამართეს.

„ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციის მიზანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სკოლის მწირი ბიბლიოთეკების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შვიდ სკოლას თანამედროვე ავტორთა წიგნები გადაეცემა. პროექტის მხარდამჭერები ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ჩიბათის საჯარო სკოლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია არიან“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო