დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, - დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა