მაია ცქიტიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებსაც კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივებს, ვისაც ბოლო პერიოდში პირადად შევხვდი და დავინახე, რომ ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება და მუდმივად ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ იმ საერთო განწყობიდან, რომ ესაა განსაკუთრებული ხეობა, განსაკუთრებული პრობლემებით. მათ უნდათ ტურიზმის, წარმოების განვითარება, ფიქრობენ ახალგაზრდების განათლებაზე, დასაქმებაზე. ისინი ხვდებიან, რომ ასეთ პროექტებს მოაქვს ნდობა რეგიონის მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ იქ უსაფრთხოა ინვესტიციის ჩადება და ბიზნესის კეთება. ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფომ შეუწყოს ხელი ინვესტორს, რომელიც ასეთ რთულ რეგიონებში შედის, ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განათლებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს