მაშველებმა წყნეთში, ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ხევში - დაახლოებით, 15 მეტრის სიღრმეზე ორი მოქალაქე იმყოფებოდა და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სპეციალური თოკების დახმარებით, ხევში მყოფი ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა