პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი - განათლების სამინისტროს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია ერთ კვირაში დაიწყება

განათლების სამინისტროს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია ერთ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრაზე განაცხადა.

„განათლების სამინისტრო ზრდასრულთა ფორმალური განათლების სისტემის განვითარებას იწყებს. ეს შეხვედრაც ბიზნესთან კომუნიკაციას და დიალოგს ეძღვნება იმ სერვისის შესახებ, რომელსაც სამინისტრო დაახლოებით ერთ კვირაში გამოაცხადებს. ამ პროგრამაში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული. ერთ კვირაში გამოცხადდება რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამშენებლო მიმართულებით არსებულ მოკლევადიან კურსებზე, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით განხორციელდება“, - განაცხადა წეროძემ.

წეროძის განმარტებით, გადამზადების პროგრამაზე სახელმწიფო 2 მლნ ლარს დახარჯავს და შედეგად 3000-მდე ბენეფიციარს გადაამზადებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა