ვიქტორ იანუკოვიჩი ვლადიმერ ზელენსკის - უკრაინელებმა თქვენ ეს თანამდებობა ქვეყნის ისტორიის ურთულეს მომენტში განდეს

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მშვიდობისმოყვარე უკრაინელი ხალხი ახლა გახლეჩილი და რადიკალიზირებულია, როგორც არასოდეს. უკრაინელებმა თქვენ ეს თანამდებობა ქვეყნის ისტორიის ურთულეს მომენტში განდეს. ძმათა სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ჩემს მშობლიურ დონბასში მიმდინარეობს, ოდესღაც აყვავებლ რეგიონს ანადგურებს, რასაც ყოველდღე უკრაინელების სიცოცხლე ეწირება“, - ნათქვამია ვიქტორ იანუკოვიჩის წერილში.

თავის წერილში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია და ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, აღნიშნავს, რომ „არჩევნების შედეგით უკრაინელებმა განაჩენი გამოუტანეს პოროშენკოს პოლიტიკას“.

„მთავარია ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მოვუტანოთ და გავაერთიანოთ უკრაინელი ხალხი. აღვადგინოთ კანონიერება და სამართლიანობა. გავაუმჯობესოთ ხალხის კეთილდღეობა. უკრაინელები თქვენ გენდნენ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ერს მშვიდობასა და კეთილდღეობას დაუბრუნებთ“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა