სალომე სამადაშვილი - რაც პანკისში მოხდა, ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა

ის, რაც გუშინ პანკისში მოხდა, ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჩატეხილი ხიდის გამოხატულებაა, რაშიც საკუთარი წვლილი მაჩალიკაშვილის დღემდე გამოუძიებელმა მკვლელობამ შეიტანა, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პანკისში გუშინ განვითარებული მოვლენები.

სამადაშვილის აზრით, ვითარება გუშინ იმანაც დაძაბა, რომ პანკისის მოსახლეობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობით უკმაყოფილოა.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ერთის მხრივ, მან ვერ შეძლო ჰესთან დაკავშირებული მოვლენის იმგვარად მოგვარება, რომ არ შექმნილიყო ეს პრობლემა და მეორე, მე ვფიქრობ, რომ ის რაც გუშინ მოხდა, გამოხატულებაა ჩატეხილი ხიდის, ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უნდობლობის, რაშიც საკუთარი წვლილი შეიტანა მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობამ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილისთვის გაუგებარია, საერთოდ რა ამოცანას ისახავდა პანკისში დაგეგმილი გუშინდელი სპეცოპერაცია და რა შედეგები მოუტანა ამან ქვეყანას.

„ჩვენ პანკისის ხეობაში გუშინ ვიხილეთ, რომ ერთის მხრივ დაშავდნენ სამართალდამცველები და მეორეს მხრივ მოსახლეობა. აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობა ვერ გაგრძელდება, ამიტომ, ჩემთვის საინტერესოა და ამ შეკითხვის დასმას ვაპირებ დღეს, კონკრეტულად რა ამოცანას ისახავდა ხელისუფლება გუშინდელი სპეცოპერაციის დაგეგმვის დროს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო