პარლამენტის კომიტეტებში სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიხურა

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის ნაწილში დაიხურა.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ანგარიშის საჯაროდ წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის დახურულ რეჟიმში წარმართვა მოითხოვა.

როგორც მან განაცხადა, სხდომის ეს ნაწილი საინტერესო იქნება არა მარტო მოყვრისთვის, არამედ მტრისთვისაც და სწორედ ამ არგუმენტით დეპუტატებს სხდომის დახურვაზე გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

გრიგოლ ლილუაშვილის შეთავაზება გაიზიარა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც სესიაშვილმა განმარტა, იმისთვის, რომ პარლამენტის წევრებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების, გამოწვევების და ასევე უწყების წინაშე არსებული პრობლემების თაობაზე, ამაზე მსჯელობა ღია რეჟიმში ვერ წარიმართება.

სხდომის დახურვის ინიციატივა საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახურულ ფორმატში დეპუტატები საიდუმლო ინფორმაციას ისედაც ვერ იღებენ და კითხვებზე პასუხის გაცემა საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტიდან ხდება.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა კი უმრავლესობას შესთავაზა, რომ შეკითხვები საჯარო ფორმატში დასმულიყო, ხოლო დახურულიყო პასუხების ის ნაწილი, რაც შეიძლება საიდუმლოს შემცვლელი ყოფილიყო.

საბოლოოდ, სხდომის დახურვის საკითხი კენჭისყრაზე დადგა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დაიხურა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის კომიტეტებში სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიხურა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო