კობა კობალაძე - თითოეული ჩვენგანი და სახელმწიფო ვალდებულია, დაადგინოს პანკისში მომხდარი მოვლენების მაპროვოცირებელი მიზეზები

თითოეული ჩვენგანი და სახელმწიფო ვალდებულია, დაადგინოს პანკისში მომხდარი მოვლენების მაპროვოცირებელი მიზეზები, - ამის შესახებ დეპუტატმა კობა კობალაძემ, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

„ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ვცდილობთ იაფფასიანი პიარისთვის გამოვიყენოთ პანკისის თემა. პანკისის ხეობა ეს არის ადგილი, ეს არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ტერიტორია, რომელმაც უაღრესად უვაჟკაცესი და ღირსეული შვილები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას და ბევრი მათგანი დღესაც ამ სულისკვეთებით არის. მთლიანად ეს ხეობა იმ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და ერთიანი. ბევრი ჩართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ბევრი მათგანი გმირულად დაიღუპა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უაღრესად თავმდაბალი, შემართული და თავის სამშობლოზე შეყვარებული ხალხი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა არსებული რისკის მიუხედავად, პროფესიონალიზმი და კაცთმოყვარეობა წინა პლანზე დააყენეს.

„და რაც უმთავრესია, თითოეული ჩვენგანი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაადგინოს პანკისში მომხდარი მოვლენების მაპროვოცირებელი მიზეზები. დადგინდეს ის თემატიკა, რომელიც ჯერ კიდევ ასე ღრმად ხორციელდება. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ: ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ბევრი მცდელობა იყო, მათ შორის პანკისის ხეობაში, რომ ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა ჩვენი მოძმე შემადგენლობა. ეს არ გამოვიდა ადრე და ახლაც არ გამოვა“, - განაცხადა კობალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა