სოფო კილაძე - განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა პანკისის მოსახლეობის განწყობები გამოიყენეს

განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს პანკისის მოსახლეობის განწყობები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება.

"მე მგონია, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მათი დარწმუნებისთვის, რომ თუ ეს ჰესი უნდა აშენდეს, მაშინ ამაში ჩვენს გვერდით, პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა იყოს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ეს. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა. ვფიქრობ, არცერთ მოქალაქეს არ ეკადრება პოლიციისადმი ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს ძალიან სამწუხაროა. მე განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს იქაური მოსახლეობის განწყობები. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ჰესის მშენებლობა, მოსახლეობა ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს და არა საპირისპირო პლატფორმაზე მყოფი. ასეთი ტიპის დაპირისპირება ქვეყნისთვის არის სახიფათო და პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე,"- განაცადა კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს