მაია ბითაძე - თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი ადგილები საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, ამ ლოკაციებზე გამაგრების ახალი ღონისძიებები კვლავ გატარდება

თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი ადგილები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს უკვე დადასტურებულია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გზის ამ მონაკვეთზე გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაგეგმილია და უმოკლეს ვადაში დაიწყება.

„დამეწყრილი ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი მეწყრის დროს გაჩნდა თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, თავიდანე იდენტიფიცირებული იყო და სპეციალური დამცავი ჯებირები მოეწყო. მათი მდგრადობა მუნიციპალიტეტის მხრიდან ჯერ კიდევ შარშან შემოწმდა. ამჯერად საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა იგეგმება სამუშაოები, ამ ლოკაციებზე გამაგრების ახალი ღონისძიებები კვლავ გატარდება, რათა დიდი წვიმების დროს მასა არ ჩამოწვეს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა