ნიკა მელია სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვაზე - ფულს რომ იპარავენ თქვენი კოლეგები, ამასთან დაკავშირებით კითხვას როდესაც დავსვამთ, არ დახუროთ სხდომა

როდესაც კითხვები იქნება ტერორიზმთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სხდომა დავხუროთ, მაგრამ ფულს რომ იპარავენ თქვენი კოლეგები, ამასთან დაკავშირებით კითხვას როდესაც დავსვამთ, არ დახუროთ სხდომა. მე მგონი მარტივია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის 2018 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტზე უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვდნენ.

ნიკა მელიას თქმით, გარდა ტერორიზმისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა, ანგარიში სხვა მიმართულებებსაც მოიცავს, რასთან დაკავშირებთაც ოპოზიციას და საზოგადოებას კითხვები აქვს.

„თქვენ მოხსენებაში რამდენიმე სხვა თავიც იყო. მაგალითად: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლითაც ასე იწონებდით თავს საანგარიშო პერიოდში. რა არის აქ დასამალი? მე მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღებაზე მხოლოდ 21 საქმეზე აღძარით სისხლის სამართლის საქმე და ქრთამის მიცემაზე სამი?! მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ცხვარიჭამიაში დაგიჭერიათ თურმე ქრთამის აღებაზე, მაშინ, როდესაც ბატონი გოგაშვილი, თქვენი კოლეგა რომ იყო და დღეს პარტიაში მოღვაწეობს, მოვიდა სოციალურად დაუცველის სტატუსით და დღეს არის, დეკლარირებული მილიონერი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მას სუს-ის დირექტორის პირველ მოადგილესთან კითხვები აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებთაც.

„ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ თქვენ ძირითად საქმიანობაზე, რა არის იცით ეს?! ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მაინტერესებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენად ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, კონკრეტული კითხვები გვაქვს“, - განაცხადა მელიამ.

სხდომა, რომელზეც სუს-ის ანგარიშს უსმენენ დეპუტატების გადაწყვეტილებით დაიხურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა