გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2.4 მლრდ ლარი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა 2018 წლის სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დაფარვაზე 2,4 მლრდ ლარი დახარჯა.

კერძოდ, საგარეო ვალის დაფარვაზე გასულ წელს 984 მლნ ლარი დაიხარჯა, საშინაო ვალზე კი 1,496 მლნ ლარი.

ამასთან, შეჯამებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის დასაფარად ყველაზე დიდი ხარჯის გაღება საქართველოს უახლოეს წლებში - 2021 წელს მოუწევს, რადგან უნდა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები. კერძოდ, 2021 წელს საქართველო სახელმწიფო ვალის გასასტუმრებლად 2,6 მლრდ ლარს გადაიხდის.

ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, საქართველოს საშინაო ვალი, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა. ხოლო, სახელმწიფო ვალის ნაშთმა, მთლიანი შიდა პროდუქტის 45% შეადგინა

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებულ ვალსა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ კერძო სექტორის ვალს, ჯამში 19,8 მლრდ ლარს შეადგენს და მისი 78% საგარეო ვალია. ამასთან, მიმდინარე წელს სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის გასასტუმრებლად 1.8 მლრდ ლარს გადაიხდის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს