კომპანია, რომელიც მომხმარებელს 6 წელზე მეტია უცვლელ გემოს და სტაბილურ ხარისხს სთავაზობს

არსებობენ კომპანიები და არსებობენ წარმატებული კომპანიები, როგორიცაა ნამცხვრის სახლი AZZATO. საკონდიტრო უკვე 6 წელზე მეტია საკუთარ მომხმარებელს უცვლელ გემოსა და სტაბილურ ხარისხს სთავაზობს, რაც განპირობებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქციით.

კომპანია 2019 წელს გაფართოებას გეგმავს და წლის ბოლომდე 3 ახალი ფილიალის დამატებას აპირებს. ამით AZZATO შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ასევე გახდება ყველაზე ფართო საკონდიტრო ქსელი საქართველოში.

როგორც კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვითაა სახელგანთქმული, ის ასევე იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და 2019 წელს იწყებს საქველმოქმედო პროექტს, სადაც მისალოცი ბარათების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადაურიცხავს ფონდს “პირველი ნაბიჯი”. ამით კომპანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს დაეხმარება.

არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ კომპანიამ 2018 წელს სრულიად დამსახურებულად მიიღო გოლდენ ბრენდის სტატუსი კატეგორიაში "ტორტები და დესერტი" სწორედ მისი ხარისხის, გემოსა და საქმიანობის გამო. ეს ჯილდო მან გასული წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღო, კერძოდ, “გლობალ აიდიამ” გამოკითხა 2000-მდე სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ საკონსულტაციო ცენტრების მომხმარებელი. კვლევაში ექსპერტის როლში იყო ჩართული სხვადასხვა წამყვანი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯმენტი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მისი საიტის www.azzato.ge-ს საშუალებითაც ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა