ლევან გზირიშვილი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი პოლიტიზირებულს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტია იუსტიციის საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითხოვს.

როგორც ლევან გზირიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა 2018 წლის დეკებერში მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ათკაციან სიას და ამით მხოლოდ პოზიცია დააფიქსირა. ახლა კი, ოპოზიციის მხრიდან ამაზე აპელირება და საუბარი, თითქოს ეს სამი არამოსამართლე წევრი საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებს, საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.

"ამ საკითხის დაყენება პარლამენტში მგონი, ბატონი შალვა შავგულიძის ინიციატივაა. მე, მესმის, რომ ეს საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა, თუმცა მაინც ვუპასუხებ. ჩვენ მიერ ათკაციანი სიის მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იყო იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა. 14 წევრიდან 11-მა მხარდაჭერა დააფიქისრა, სამმა წევრმა კი მხარი არ დაუჭირა. თუ პოზიციის დაფიქსირება მხარის დაჭერა ან არდაჭერა განსაზღვრავს იმას, არის თუ არა ჯეროვანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ეს იურისტების განსასჯელია. მე მგონია, რომ პოზიციის დაფიქსირება და საუბარი, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა, ეს იუსტიციის საბჭოს წევრის საქმიანონაში ჩარევა და მასზე ზეწოლის მცდელობაა გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ სასამართლო სისტემაში არსებულ „კლანთან“ მის დამოკიდებულებასა და ახლო ურთიერთობას, გზირიშვილის თქმით, ე.წ კლანის არსებობას მეტი დასაბუთება სჭირდება.

„სამწუხაროდ, მოსამართლეთა კორპუსთან ძალიან ნაკლები შეხება მაქვს და მათთან ძირითადად, ორშაბათობით, იუსტიციის საბჭოს სხდომის დროს მიწევს კომუნიკაცია და შეხება. ვისთანაც შეხება სამსახურებირივად არც მქონია, მათ არც კი ვიცნობ“, - განაცხადა გზირიშვილმა.

კითხვაზე, თუ რის საფუძველზე დაუჭირა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეს, გზირიშვილის განმარტებით, მიხეილ ჩინჩალაძე ათი წელი მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, ახლა ის არის სააპელაციო სასამართლოს უვადოდო დანიშნული მოსამართლე, რომლის კომპეტენციაც და კეთილსინდისიერებაც საბჭოს მიერ არის შესწავლილი და მიღებული აქვს დადებითი შეფასება.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ათკაციან სიას, რადგან მათი მონაცემები საკმარისად მივიჩნიეთ იმისთვის, რომ ეს სია პარლამენტს განეხილა და მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ეს სია პაროლამენტს უნდა განეხილა. თუ რამე შეცდომა იყო, მითუმეტეს, უკეთესი იყო ეჩვენებინა - აი, ვინ წარმოადგინეთ და საბჭომ რამდენად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. აღნიშნულ სიას საბჭოს 14 წევრიდან მხოლოდ სამმა წევრმა არ დაუჭირა მხარი, ესენი არიან საბჭოს არამოსამართლე წევრები : ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ირმა გელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო