რუსული „რბილი ძალა“ ქართულ ხელოვნებაში - GCA-ის თავმჯდომარე ამ თემაზე სასაუბროდ შეხვედრას გამართავს

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე შეხვედრას, სახელად „რუსული „რბილი ძალა“ ქართულ ხელოვნებაში“ გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ავრცელებს. როგორც ასოციაციაში განმარტავენ შეხვედრის ჩატარების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში განვითარებული მოვლენები და გააქტიურებული რუსული მხარე გახდა. შეხვედრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძებების ფარგლებში, ასოციაციის კამპანიის - #არაინტელექტისოკუპაციას - ეგიდით იმართება. შეხვედრის თემაა საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რეალური გახდა.

შეხვედრაზე აუდიტორიას ასევე მიეწოდება ინფორმაცია საქართველოში საავტორო უფლებების სფროში არსებული მდგომარეობის შესახებ და გაიმართება დისკუსია საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე.

„რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ჯგუფი ცდილობს, ქვეყანაში საავტორო უფლებების მართვის და ჰონორარების მიღებისა და განაწილების უფლება მოიპოვოს. ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნით ამ მიმართულებით ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება და სწორედ ეს არის რუსეთის გეგმაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საავტორო უფლებების კუთხით საზოგადოების ცნობიერება მაქსიმალურად მაღალი იყოს. საავტორო უფლებების მფლობელებმაც და მათი გამოყენების მსურველებმაც კარგად უნდა იცოდნენ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრა, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართება,” - განმარტავს გიგა კობალაძე.

შეხვედრა 23 აპრილს 17:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს